დარგე ხე-Plant your own tree

დარგე ხე-Plant your own tree

დარგე ხე-Plant your own tree

10 ივნისს 2018 წლის 12:00 საათზე ორგანიზაციაა HAPPY KIDS HAPPY PLANET და საბავშვო ხელოვნების სტუდიის Happy Kids Art Club ორგანიზებით გეპატიჯებით საგაზაფხულო გარემოსდაცვით ღონისძიებაზე  "დარგე ხე - Plant your own tree". თქვენ და თქვენ ბავშს გეძლევათ შესაძლებლობა დარგოთ საკუთარი ხე და წლის განმავლობაში იზრუნოთ მასზე.

ტრადიციულათ, მეხუთე წელია რაც აქტიურად არიან ჩართულები 2-16 წლამდე ბავშვები და მშობლები ამ საკეთილდღეო საქმეში. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტული თემაა გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, რადგან სწორად ამ პერიოდში ხდება მსოფხედველობის ჩასახვა და ყალიბდება ბავშვის ურთიერთობა გარემოსთან.  

HAPPY KIDS HAPPY PLANET და საბავშვო ხელოვნების სტუდია Happy Kids Art Club-ი მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ ბუნებას, გარემოს დაცვას, როგორც აღზრდის მეთოდს და ვთლით, რომ ბავშვის მოქმედებები და შემდგომი ქცევები დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ შეიგრძნობს ბავშვი ბუნებრივ გარემოს. 

ღონისძიების ფარგლებში პლენერზე ბავშვებისთვის ჩატარდება ხატვის ვორკშოპი. მთაწმინდის ტყეში ჩაირგვება ბავშვების და მშობლების მიერ თრიმლის (Cotinus), იფანის, ბზის, იასამნის ნერგები.თრიმლის (Cotinus) შეიცავს ორ სახეობას. ბუჩქი ან პატარა ფოთოლმცვივანი ხეა, გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება მშრალ ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ზოგჯერ ქვეტყვედ - მუხნარსა, ჯაგრცხილნარსა, ღვიიანსა და ფიჭვნარში. სინათლის მოყვარული და გვალვაგამძლეა, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. მრავლდება ამონაყრითა და თესლით. ფოთლებს ხმარობენ ტყავის მოსათრიმლად. მერქანი მოყვითალო მწვანეა, იყენებენ სახარატო საქმეში, აგრეთვე მატყლისა და ტყავის შესაღებად. დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები მთლიანად უწითლდება. იყენებენ ფერდობების გასამწვანებლად და გასამაგრებლად.იხილე მეტი ნერგებზე აქ

საკეთილდღეო ღონისძიებაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ბავშვებს და ორგანიზაციებს. 

გარემოზე ზრუნვა და პოპულარიზაცია ადრეული ასაკიდან HAPPY KIDS HAPPY PLANET და საბავშვო ხელოვნების სტუდიის Happy Kids Art Club მისიის ნაწილია.

შემოწირულობის სახით 30 ლარის ოდენობით შეგიძლიათ ჩარიცხოთ ორგანიზაციის ანგარიშზე .ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ აქ .

მონაწილეებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ ტელ.:ტელეფონის ნომერი:   597 781 958.

 2017 წლის  ფოტოები იხილეთ ვებგვერდზე Happy Kids Art Club

 2018 წლის ფოტოები იხილეთ ვებგვერდზე Happy Kids Art Club

P.S. 2018 წლის "დარგე ხე" გარემოსდაცვით ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს   2- 12 წლამდე 50 ბავშმა.

                                                   

 მისამართი:  ვაჟა ფშაველას გამზირი #49,  თბილისი

 ელ-ფოსტა:  happykidsclub.net@gmail.com  ან happyplanetstore@gmail.com

ტელეფონის ნომერი:    597 781 958

Categories

Recent Articles